ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს...

“მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწყებულ დავას ეხმაურება:

ივანიშვილი აპირებს მე ჩამომართვას ყვარლის ვენახი, სახლით, რომელიც შევიძინე ჩემი საპრეზიდენტო ხელფასით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ და გამოვიყენე ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის.

ამ ვენახში დამყავდა პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, კულტურის ცნობილი მოღვაწეები. თვითონ საცხოვრებელი სახლის ფართობი არის 70 მ2, გარდა ამისა, არის დამხმარე ნაგებობები და 1,5 ჰექტარი ვენახი. ამის გარდა ამ ცრუ სასამართლოს დაყადაღებული აქვს სანდრას ბინა, რომელიც მას უყიდა მამამისმა 90-იან წლებში, ის ბინა რომელშიც ცხოვრებს დედაჩემი და რომელიც ააშენეს ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა ჩემს პრეზიდენტობამდე, დედაჩემის ბათუმის 3 ოთახიანი ბინა და 600 მ2 ნაკვეთი შეკვეთილში, რომელიც ასევე ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდა,ისინი აპირებენ რომ სანდრა და გიული ქუჩაში დატოვონ.

ახლა მინდა ყველას ვთხოვო შეადაროს ჩემი და ჩემი ნათესავების სამი თაობის მიერ პატიოსნად დაგროვებული ქონება და მათი მითვისებული, მრავალ ათეულ მილიონიანი ქონებები და ივანიშვილი მიტაცებული მილიარდები.

სინამდვილეში მე სამაგიეროს სწორედ იმიტომ მიხდიან, რომ ამოვძირკვე კორუფცია და თვითონაც ვიყავი მთლიანად არაკორუმპირებული, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ის თანხა რასაც მედავებიან, ეფუძნება არა რამე სახლში წაღებულს, არამედ ჩემი საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალურ ხარჯებს, რაც ძირითადად მოიცავს ოფიციალური მიღებების დროს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის კლინტონის, მაკკეინის და ტრამპის მიღების, ლეხ კაჩინსკის და ვარცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილ გვირგვინებს, ოფიციალურ საჩუქრებს. ისინი მედავებიან მილიონებს, რომელიც არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს.

მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი. გახსოვთ ივანიშვილი რომ ამბობდა 2013-ში , რომ 19 მილიარდი მქონდა?” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის, როგორც ექცევა “ქართული ოცნების” ძირითადად შუახნის თაობა, ახალ თაობას, შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც “პოლიტიკური...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განსაკუთრებით მწვავე, მძიმე შეფასებები მმართველი პარტიის...

“ნებისმიერი დიქტატურის საჭირო ატრიბუტია მოქალაქეების პასიურობა, მოჩვენებითი სტაბილურობა და ილუზია იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა”...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში...

“არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი...

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა...

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...