პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს...

“მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწყებულ დავას ეხმაურება:

ივანიშვილი აპირებს მე ჩამომართვას ყვარლის ვენახი, სახლით, რომელიც შევიძინე ჩემი საპრეზიდენტო ხელფასით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ და გამოვიყენე ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის.

ამ ვენახში დამყავდა პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, კულტურის ცნობილი მოღვაწეები. თვითონ საცხოვრებელი სახლის ფართობი არის 70 მ2, გარდა ამისა, არის დამხმარე ნაგებობები და 1,5 ჰექტარი ვენახი. ამის გარდა ამ ცრუ სასამართლოს დაყადაღებული აქვს სანდრას ბინა, რომელიც მას უყიდა მამამისმა 90-იან წლებში, ის ბინა რომელშიც ცხოვრებს დედაჩემი და რომელიც ააშენეს ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა ჩემს პრეზიდენტობამდე, დედაჩემის ბათუმის 3 ოთახიანი ბინა და 600 მ2 ნაკვეთი შეკვეთილში, რომელიც ასევე ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდა,ისინი აპირებენ რომ სანდრა და გიული ქუჩაში დატოვონ.

ახლა მინდა ყველას ვთხოვო შეადაროს ჩემი და ჩემი ნათესავების სამი თაობის მიერ პატიოსნად დაგროვებული ქონება და მათი მითვისებული, მრავალ ათეულ მილიონიანი ქონებები და ივანიშვილი მიტაცებული მილიარდები.

სინამდვილეში მე სამაგიეროს სწორედ იმიტომ მიხდიან, რომ ამოვძირკვე კორუფცია და თვითონაც ვიყავი მთლიანად არაკორუმპირებული, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ის თანხა რასაც მედავებიან, ეფუძნება არა რამე სახლში წაღებულს, არამედ ჩემი საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალურ ხარჯებს, რაც ძირითადად მოიცავს ოფიციალური მიღებების დროს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის კლინტონის, მაკკეინის და ტრამპის მიღების, ლეხ კაჩინსკის და ვარცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილ გვირგვინებს, ოფიციალურ საჩუქრებს. ისინი მედავებიან მილიონებს, რომელიც არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს.

მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი. გახსოვთ ივანიშვილი რომ ამბობდა 2013-ში , რომ 19 მილიარდი მქონდა?” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მართლა გაუგებარია, რატომ აძლევს პოლიცია უფლებას თუნდაც 1 წუთით გადაკეტონ რუსთაველი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის...

“ბაქი-ბუქა მობლატავე ძევოჩკა გასკვანჭა პოლიციამ” – ბაია პატარაია მანანა გიორგობიანზე

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავებას მძიმე...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მართლა ფიქრობთ რომ დროშის ფრიალისთვის ეს კაცი ციხეში უნდა იჯდეს?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციაზე ასაკოვანი ადამიანის დაკავების ვიდეოს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...