შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"კალაძე არის აგონიაში და აგონიაში მყოფი ადამიანები სჩადიან...

“კალაძე არის აგონიაში და აგონიაში მყოფი ადამიანები სჩადიან ასეთ შეცდომებს” – ალეკო ელისაშვილი

,,ლელო – ძლიერი საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში მძიმე შეფასებებს აძლევს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს:

,,კალაძე არის აგონიაში და აგონიაში მყოფი ადამიანები სჩადიან ასეთ შეცდომებს იმიტომ, რომ ეს იყო მავნებლობა, ეს იყო შეცდომა, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა. რაღა გააკეთოს კალაძემ არ იცის იმიტომ, რომ მოქალაქეებთან სალაპარაკო პირი არ აქვს. რვა წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერში გადააგდო თბილისელები, რასაც დაჰპირდა მოატყუა. გრძლად შემიძლია მოვყვე რაში გადააგდო და რას დაჰპირდა.

ძალადობაზე გადადიხარ მაშინ, როცა სალაპარაკო, სათქმელი და არგუმენტი არაფერი გაქვს. გუშინ, რაც მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ რა ვიხილეთ? ქალებზე თავდასხმა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეშლა, ტელეფონების წართმევა – ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულია, პოლიციელებზე თავდასხმა “ქართული ოცნების” ვიღაც იდიოტი „ტიტუშკების“ მიერ. პოლიციელებს ურახუნებდნენ თავში. ქაღალდი რომ ესროლეს იმის გამო ზის რამდენიმე პოლიტპატიმარი ციხეში – ქაღალდი და მუყაოს ჭიქა რომ ისროლეს და ამათმა თავში ურახუნეს ბოთლები პოლიციელებს და ვითომ არაფერია!

აგონიაში არიან და განსაკუთრებით ეს ამაზრზენი კალაძე, რომელიც მართლა ქალივით დადის და პლასტიკური ქირურგიის კაბინეტიდან არ გამოდის, ბოტოქსს ბოტოქსზე და ფილერებს რომ იკეთებს და ეს ამბობს, ქალებს სად ხედავთო. რა ქალებს სად ხედავთ, ორი თვალი არ აქვს? რაღაცაზე, რომ ვითომ პრეტენზიები აქვთ ამ გულისამრევებს, რომ კაცობენ და ვითომ ტიპობენ, ეს არის კაცობა ქალს რომ ხელს დაარტყამ?! სად გაიზარდნენ/

[მოძალადეები] იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ვიცი ხალხმა დაადგინა. რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება და ისევ აქედან დაიჭერდნენ ხალხს, ეგ ლაჩრები მეტს არაფერს იზამენ, ასე გააგრძელებენ. სანამ ესენი არიან, მათგან, რა სამართალს ველოდებით?! რომ გავყრით, მერე დავიჭერთ ყველას – ვინც პოლიციელს ურახუნებდა, ვინც გოგოებს ურტყამდა და ჟურნალისტებს ხელს უშლიდა, მაგათ ყველას კანონით მიეზღვევა’’, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსული საოკუპაციო მანქანაც ისევე დაიხევს უკან ჩვენი ქვეყნიდან, როგორც ამ რუსულმა მანქანამ დაიხია გიორგი...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა საგარეო საქმეთა...

“როგორ შეიძლება რომ იყო ცოცხალი ადამიანი, გყავდეს მეგობრები, ნათესავები, მეზობლები და მერე ისეთ რაღაცეებს...

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია დაკავებების და გასამართლებების...

“დაასახელეთ ერთი შემთხვევა ბოლო 35 წლის ისტორიიდან, როდესაც ქართველმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა…” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მოსაპარი კიდევ ბევრია! საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად! აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...