spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან თანადგომის...

“უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ეს ძალადობრივი დაჯგუფებები გარედან იკვებებიან – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მათი რეიტინგი კი ნულია, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს, – თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განაცხადა.

უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან ყველანაირად გაუბედურებულები არიან, თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ნიჰილიზმში არიან გადავარდნილები. ხალხი ხედავს, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც ამას მოწმობს, რომ არიან მოძალადეები, რომლებიც გარედან იკვებებიან – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, ავტორიტეტი ნულია. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა ხრიკს იყენებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში დაპირისპირების დასაწყებად.

ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ, ასეთი ხრიკებით. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, არც ერთი და არც მეორე. ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და 4 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების მიმართულებით, ისე საკრებულოებში გამარჯვებას“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...