თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით მიმართავს:
“200 000-ზე მეტი კაცი როცა იდგა ქუჩაში, მიშა სააკაშვილმა ერთი ფრაზა დაწერა – ამდენი ხალხი იყო გარეთ და უკან სახლებში როგორ გაუშვითო? ისეთი კრიახი ატყდა, ზოგმა ე. წ. თავისიანმაც კი დაამუნათა, ეს რა დაწერეთ – არ გვჯერა ეს თქვენი დაწერილი რომ არისო. გააბუქეს, გააზვიადეს, დატუქსეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ბოლო-ბოლო იმდენი ქნეს, რომ წააშლევინეს ის სტატუსი – არიქა, “სხვანაირად” გაიგებენო.
საინტერესოა, ვინ გაიგებდა “სხვანაირად” და რომც გაეგო რა?? ჰოდა ისევე როგორც ბევრჯერ იქამდე – ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა და თქვენ კი ახლა მოთქვამთ – ზამთარში რომ ხალხის რაოდენობა იყო, ისევ იმდენი რატომ აღარ გამოდის?
რატომ აღარ გამოდის და იმიტომ, რომ ის ხალხი პერფომანსებისა და წარმოდგენებისთვის არ გამოდიოდა ქუჩებში და რისთვისაც გამოდიოდა, იმას მაშინ თქვენ ვერ ბედავდით!” – წერს მაია ორჯონიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.