spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიშეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების ექვსი ეტაპი

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების ექვსი ეტაპი

საქართველოს მთავრობამ, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, განსაზღვრა აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების მოხსნის ეტაპები. ამასთან განისაზღვრა კონკრეტული მოთხოვნებიც: სავალდებულოა სოციალური დისტანცირების დადგენილი წესების დაცვა, სავალდებულოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება, სავალდებულოა იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა, რეკომენდირებულია, დისტანციური მუშაობის გაგრძელება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.

ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად;
ეტაპებს შორის შუალედი – საშუალოდ 2 კვირა; ყოველ მომევნო ეტაპზე გადასვლა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე; ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა შეზღუდვების ხელახლა ამოქმდება.

27 აპრილიდან დაიშვება: მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო, საცალო); მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი: მშენებლობა; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; კომპიუტერების პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი: საცალო და საბითუმო მაღაზიები, (გარდა მოლებისა) რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი: სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი: ყველა ტიპის ბაზრები და ბაზრობები; ყველა ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები, (ადგილზე მომსახურებით).

მეექვსე ეტაპი: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმინობა; აზარტული ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...