კვირა, სექტემბერი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის ლელო დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში...

“ჩემთვის ლელო დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლებას მიესალმება, თუმცა აქვე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მკვეთრად ნეგტიურ შეფასებას აძლევს მათი პარტიის გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

მე ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების განთავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ ქოცი არ ხარ.

ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.

პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის “ლელო” დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს სამწუხაროდ ქვეყანა და თვითოეული ჩვენთაგანი კიდევ მოვიმკით.

სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის ლელო 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა.

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს✌🏻“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისუფლება სამშობლოზე შეყვარებულ, პატრიოტ ბიჭებს, რომლებსაც ღიმილი სახეზე, ციხის კედლებმაც ვერ მოუკლა!” – ნანუკა...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მზად ვართ, ახალგაზრდების ინიციტივები, იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ – გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების...

“ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად” – თინა ბოკუჩავა

“კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილის უნდობლობასა და რეჟიმის კრიზისზე მიუთითებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“დაიოკეთ პირადი ვნებები და თამამად, ამაყად თქვით: თავისუფლება მიშას!” – კობა ხაბაზი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ის არაა პოლიტპატიმარი...

“ან ბიძინა გაემიჯნა და კობახიძე-მდინარაძეს ბოლომდე შეატოვა პასუხისმგებლობა ამ საგიჟეთზე, ან სასამართლო სისტემა აბუნტდა...

სასამართლოს მიერ გიორგი ახობაძის გამართლების ფაქტს კონკრეტული შეფასება-ვარაუდებით ეხმაურება...

გაზაფხულის პირველი მახარობელი – ნიბლია ანუ სკვინჩა (fringilla)

კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი წელიწადის სხვადასხვა დროს გვხვდება....