ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის ლელო დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში...

“ჩემთვის ლელო დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლებას მიესალმება, თუმცა აქვე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მკვეთრად ნეგტიურ შეფასებას აძლევს მათი პარტიის გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

მე ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების განთავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ ქოცი არ ხარ.

ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.

პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის “ლელო” დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს სამწუხაროდ ქვეყანა და თვითოეული ჩვენთაგანი კიდევ მოვიმკით.

სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის ლელო 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა.

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს✌🏻“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან გამიხარდა 4 ოქტომბრის აქციის ერთსულოვანი მხარდაჭერა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მხრიდან!” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"...

“ბრაზი გროვდება ქვეყანაში და დაპირისპირების ზღვარზე ვართ‼️” – ელისო კილაძე ხელისუფლებას მიმართავს

"უფასო რჩევაა: ბანერების დაზიანებაზე გამოძიება კი არა, ხალხს ვინც სცემდა,...

“ახლა ვინც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ლანძღავს, უნდა იცოდეს, რომ ამ აქტის მიზანი სწორედ მათი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული პოზიციით ეხმიანება, მამუკა ხაზარაძისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...