კვირა, სექტემბერი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო თეა ახალგაზრდების გულიდან "ჯალათეას" ვერ ამოშლით..." -...

“ქალბატონო თეა ახალგაზრდების გულიდან “ჯალათეას” ვერ ამოშლით…” – გიორგი ბაჩიაშვილი

2 სექტემბერს პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი მოხსენებით გამოვიდა და კომისიის დასკვნა წარადგინა, რასაც მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი:

“გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო.

ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან…

საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა…
ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი…

ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან „ჯალათეას“ ვერ ამოშლით… ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ „ომის პარტიას“ რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩხრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით?

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეგ თქვენი 400 გვერდიანი ნაშრომი ეგებ რუსულად გამოსცეთ.

რით ვერ ხვდებით რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ ?
ზღვა გამოვა!

მსურს ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი. ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ.

ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს.

ბრძოლა გრძელდება… ქართული ოცნება ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ – ჩვენ გვაქვს სიყვარული!!!” –
გიორგი ბაჩიაშვილი
3 სექტემბერი 2025 წელი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თითოეულ მოსამართლეს და პროკურორს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ აღვირახსნილი ქმედების გამო!!!” – თაკო ჩარკვიანი

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება პარტია "კანონი...

“გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადობრივ-პოლიტიკური ერთიანობა” – ენმ-ს განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13...

“თქვენ კაი ხალხო, სამართლიანობის გრძნობა საერთოდ ატროფირებული გაქვთ?!” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, გარკვეული კატეგორიის ხალხის პოზიციას, კონკრეტული ფაქტების...

“გახარია არის პრო&ი, ისტორია მას ასე დაიმახსოვრებს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, ტვ "პირველთან" ჩართვისას, საკმაოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“დაიოკეთ პირადი ვნებები და თამამად, ამაყად თქვით: თავისუფლება მიშას!” – კობა ხაბაზი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ის არაა პოლიტპატიმარი...

“ან ბიძინა გაემიჯნა და კობახიძე-მდინარაძეს ბოლომდე შეატოვა პასუხისმგებლობა ამ საგიჟეთზე, ან სასამართლო სისტემა აბუნტდა...

სასამართლოს მიერ გიორგი ახობაძის გამართლების ფაქტს კონკრეტული შეფასება-ვარაუდებით ეხმაურება...