spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საზოგადოება "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის...

“საზოგადოება “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა” – ნინო წილოსანი

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო ფაზაში გადადის, იმის გათვალისწინებითაც, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ციკლი იქნება რეგიონების და თვითმმართველობებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამ, მე-10 საიუბილეო გამარჯვებასაც იზეიმებს „ქართული ოცნება“ და ქვეყნის მშვიდობიანი და მასშტაბური განვითარების, ეკონომიკური წინსვლის მომდევნო ოთხწლედს ავითვლით“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ძლიერი სახელმწიფო ინტიტუტებით.

ამას ამბობს ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშები, მსოფლიო ბანკი და სხვა რეპუტაციული კვლევითი ორგანიზაციები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, „დიდი შვიდეულის“ ერთ, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 10 სახელმწიფოს უსწრებს. ამავე რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს. მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა და დასძინა, რომ შეფასებებისას მათ იხელმძღვანელეს ისეთ კრიტერიუმებით, როგორიცაა – საკუთრების უფლების დაცვა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ფუნდამენტური ღირებულებაა და რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გათელა.

შემდეგი კომპონენტები, სადაც ჩვენი წარმატება აღიარეს ინვესტიციების მოზიდვა, ლოჯისტიკური კომპეტენცია, სტაბილური ბიზნეს რეგულაციებია. სწორედ სტაბილური ბიზნეს რეგულაციების მაჩვენებლით მე-15 პოზიცია დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.

მისივე თქმით, კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29 -ე ადგილზე გამწესდა.

ამის ფონზე როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი „გახარიას გუნდის წევრები“ ამომრჩეველთან მივლენ, ან „თაღლითების პარტიის“ მერობის წარმომადგენელი მორიგ თაღლითობას შესთავაზებს ამომრჩეველს ან ევროკომისიის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონის სიძლიერეზე საქართველოს გარეშე ისაუბრებს, ან ევროინსტიტუციების რიგი წარმომადგენლები მორიგ თავდასხმას განახორციელებენ – ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო, რომელიც ჩვენს ამომრჩეველთან ერთად შევქმენით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” –

26 მაისისტვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...