შაბათი, აპრილი 20, 2024

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდიანაციო საბჭოს და საზოგადოებას დღეს ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარუდგინა. პირველ ეტაპზე პრემიერმა განიხილა მოსახლეობისათვის ექსტრემალური სიტუაციისათვის სასწრაფო დახმარების რეფორმების გატარების აუცილებელობა. თუ რა ღონისძიებები გატარდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. როგორც პრემიერმა გახარიამ აღნიშნა – პირველივე დღიდან ორ ფრონტზე უწევდა საქართველოს მთავრობას ბრძოლა, ეს იყო თითოეული ადამიანისთვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა და საქართველოს ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა მოქალაქეებისათვის:

ეს საბჭო იყო შექმნილი იმისათვის, რომ ყოველდღიურად ვდგამდით იმ ნაბიჯებს, რომელიც იყო საჭირო პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით. გამოვლინდა ორი ძირითადი მიმართულება ორი ფრონტის ხაზი, რომელზედაც ჩვენ მოგვიწევდა მუშაობა. ეს იყო ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენა მოქალაქეებისათვის და ეკონომიკის გადარჩენა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი შედგებოდა მდგომარეობის სწრაფი შეფასებისაგან და ყველაზე კრიტიკული წერტილების გამოვლენისაგან და ამ წერტილების და ამ მიმართულების სწრაფი დახმარებისათვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე დასახელდა ის ღონისძიებები, რაც უკვე განახორციელა მთავრობამ და მომავალში გეგმავს:

  • პირველ ეტაპზე 13 მარიდან – 1 აპრილამდე მთავრობამ გაატარა შემდეგი ღონისძიებები: მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში კომუნალურები დაუფინანსდათ. რაზეც 150 მილიონი ლარი გამოიყო.
  • სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ და ისარგებლა 600 000 ადამიანმა.
  • ტურიზმთან დაკავშირებით ბიზნსესსუბიექტებს 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდათ.
  • ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ.
  • ყველა ინფრასტრუქტურული პროექტისათვის სახელმწიფომ დააზღვია სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მილიონი ლარით.“ – პირველი ეტაპი

„პირველი ეტაპი იყო ძირითადი ექსტრემალური სწარფი სასწარფო დახმარება, რომელიც ჩვენ გავუწიეთ სოციალურად ჩვენ მოქალაქეებს მიზნობრივად პირდაპირ და ასევე ეკონომიკის იმ დარგს და იმ ნაწილებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს ეს გახლავთ ტურიზმი, და ვეცადეთ ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაგვეჩერებინა. შემდეგ გვქონდა გარკვეული პაუზა რომ შეგვეფასებინა მიმდინარე მოვლენები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მიგვეღო კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება -4%. ბიუჯეტის შემოსვლები -1,8 მილიონი, მიდინარე ხარჯი შევამცირეთ 300 მილიონი ლარით,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისაგან ქვეყნის ეკონომიკისათვის გამოიყო 3 მილიარდი დოლარი.

  • მიზნობრივი სოციალური დახმარება ეხება მოქალაქეებს, რომლებიც დაქირავებით დასაქმებული პირები არიან, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში. ანუ თვეში მიიღებენ 200 ლარს.
  • ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას 6 თვის განმავლობაში. 750 ლარის ოდენობის ხელფასი გათავისუფლდება საშემოსავლოსაგან.
  • არაფორმალურად დასაქმებული ან თვითდასაქმებული სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს.
  • ასევ გათვალისწინებულია 600 ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის და ოჯახებისათვის რომლებსაც სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის. კონკრეტული დახმარებები განისაზღვრა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

  • დაგეგმილია პენსიონერებისათვის დახმარება და კერძო სექტორისათვის, მეწარმეებისათვის. ასევე დაგეგმილია სოფლის მიმართულების მხარდაჭერა.
  • განსაზღვრულია კოვიდ19-თან ბრძოლის ბიუჯეტი: 1. მოქალქეებზე ზრუნვა და სოციალურ მხარდაჭერა 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი; 2. ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეების მხარდაჭერა 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი; 3. ჯანდაცვის სისტმის გაძლიერება 350 მილიონი ლარი.

პრემიერმა გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა მესამე ეტაპზე, რაც ეხება ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმას. 27 აპრილიდან იწყება შეზღუდვების შემსუბუქება, აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისათვის, დაიშვება ტაქსების ოპერირება, აგრარული ბაზრების საქმიანობა, მიტანის მომსახურების აღდგენა და სხვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ წესებისა და რეკომენდაციების დაცვა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს, ეს ეხება პირპადეების ტარების აუცილებლობას სოციალური დისტანციის დაცვას და ა.შ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული