spot_img
მთავარიევროკავშირი"ბოლო იარაღი, რითაც ქართველ ხალხს ემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის...

“ბოლო იარაღი, რითაც ქართველ ხალხს ემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქაც დამარცხდებიან” – კახა კალაძე:

თბილისის მერის განცხადებით, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, არ არსებობს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით, როგორც არის „ასოცირების ხელშეკრულებაში“ გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუ განცხადებებს, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუნდაც, მაგალითად, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები. ხომ იცით, „ძალა აღმართს ხნავსო“, ეს დამოკიდებულება აქვთ, უნდათ, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრონ.

ჩვენ გვქონდა შანტაჟის, მუქარის შემთხვევები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მაგრამ ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ. ბოლო იარაღი, რაც დარჩენიათ და რითაც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ისინი აქაც იქნებიან დამარცხებულნი, იმიტომ, რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მხარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...