spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები ხორციელდება მეტროსადგურ "ვარკეთილში" მიმდინარე სარეაბილიტაციო...

“მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები ხორციელდება მეტროსადგურ “ვარკეთილში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 25 აგვისტოს მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა.

არაერთი განმარტება გავაკეთეთ და საზოგადოებას ავუხსენით, თუ რის გამო იყო დაკეტილი მეტროსადგური ამდენი დღის განმავლობაში. საჭირო იყო რთული სამუშაოების განხორციელება, რომლის ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო.

სამუშაოები განხორციელდა ჭერზე, რომელიც იყო უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. განხორციელდა მისი შესაბამისი ხსნარებითა და ბეტონით დამუშავება, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული.

ასევე, ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელი იყო შემდეგი ეტაპისთვის. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი შეკიდული ჭერის მოწყობა და ამიტომ არსებული თაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რაზეც არაერთი დასკვნა არსებობს, საჭიროებდა შესაბამის გამაგრებით სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოგვიწია სადგურის დროებით დახურვა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები და ქილიკი, რადგან საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არაფერი აქვთ.

გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. აღარ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. ზოგი ქილიკობდა და აბსოლუტურად გაუგებარ „მესიჯებს“ აჟღერებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, როგორც ხდება ხოლმე. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. შესაბამისად იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით.

რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად უნდა იყოს დასრულებული, მეტროსადგური უნდა იყოს რეაბილიტირებული და ყველანაირად მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერიდებით ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...