spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე...

“ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება” – ლევან ხაბეიშვილი

დიტო სამხარაძის პოსტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება, აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხალხზე ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, დიტო სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კონკრეტულ პოსტთან დაკავშირებით:

დიტო სამხარაძის ეს მესიჯი ადასტურებს, რომ ჩამოშლილები არიან, რღვევა გრძელდება, არ აქვთ ძალოვნების იმედი, გდდ-ს იმედი და აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არ აქვთ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის სურვილს ისინი წინ ვერ აღუდგებიან.

დიტო რაღაცას აორგანიზებს, რომ “ტენდერშიკებმა” ჩაიცვით ახლა ნიღბები და დავცხოთ რა – დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტი იყო. ეს არის შეშინებული, მხდალი გუნდის წარმომადგენლის ფეისბუქ პოსტი, სადაც ამბობენ, რომ აქვთ ძალოვნების იმედი, ჩამოშლილები არიან, რღვევა აქვთ და მოუწოდებს “ტენდერშიკებს”, ვინც ფული იშოვა, საკრებულოს თავმჯდომარეები არიან, მაღალი ხელფასი აქვთ, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ფულიო.

რადგან არ აქვთ ძალოვნების იმედი, რომ კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს გაეკიდებიან;

რადგან იციან, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მიიღებენ ხალხის მრისხანებას;

შესაბამისად, დიტო სამხარაძესაც უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას და თუ ისინი ქართველ ხალხზე კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, ვნახოთ ვის რა დამუქრების შესაძლებლობა ექნება. ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...