spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგია ჯაფარიძე: "ქართული ოცნების" ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს...

გია ჯაფარიძე: “ქართული ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს და ევროპის კავშირს

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე შეფასებებს აკეთებ მმართველ პარტიასთან მიმართებაში და შექმნილი რეალობის მძიმე ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით:

ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის ან ასოცირების შესახებ შეთანხმების შეჩერება – არშეჩერების საკითხი ვინმეს თხოვნასა თუ ართხოვნაზე არაა დამოკიდებული. თუ ერთი მხარე რეგულარულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მეორე მხარე მუდმივად ვერ დახუჭავს დარღვევაზე თვალს.

“ქართული ოცნება” დიდი ხანია არღვევს უვიზო მიმოსვლის და ასოცირების შესახებ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს. “ქართული ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს და ევროპის კავშირს.

“ქართული ოცნების” ქმედებების გამო ევროპის კავშირი იძულებული იქნება, შეაჩეროს ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება. შეჩერება არ მოხდება მყისიერად, აგვისტოს ბოლომდე ქოცებისთვის მიცემული ვადის ამოწურვისთანავე. ევროპის კავშირი დემოკრატიაა, რთული სტრუქტურაა, რომლის მუშაობა ეფუძნება გარკვეულ პროცედურებს. ეს პროცედურები გაგრძელდება გარკვეული პერიოდი.

რეპრესიების შეჩერება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიის დაბრუნება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სულ ესაა, რასაც ევროპის კავშირი ქოცებს თხოვს, რომ დაცული იყოს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და ევროპის კავშირის უსაფრთხოება. ამ თხოვნას არ ასრულებს ივანიშვილის სინდიკატი. რასაც საქართველო დაკარგავს, მას ექნება უზარმაზარი უარყოფითი შედეგები პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კუთხით თანაც გრძელვადიანად“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...