სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სხვისი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა, წარმოუდგენელია...

“სხვისი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა, წარმოუდგენელია – „ქართული ოცნება“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და ახორციელებს შესაბამის რეფორმებს, რომელთაც ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არასამართლიანი შეფასებები მოჰყვება.

ამის შესახებ მან ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ იმ ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს შორის საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა.

როდესაც არის სამართლიანი დამოკიდებულება და შეფასება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა – საქართველო არის წინ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ახორციელებს რეფორმებს და შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ, კანდიდატ ქვეყნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუქცევადია, მაგრამ როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან, მაშინვე არის არასამართლიანი შეფასება. ზოგადად, მათი შეფასებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე. ეს არის სამწუხარო რეალობა, ორმაგი სტანდარტი, ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ორი რამაა: ერთი, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს, რომ უკრაინას შეხიდებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. მეორე: ის, რომ ქვეყანა არ მიუერთდა იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც დამღუპველი, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს.

ომი რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. უკრაინა არის ამის „კარგი“ მაგალითი. ვინმეს როგორ შეიძლება მოეწონოს ის უბედურება, რაც უკრაინაში ტრიალებს? მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სრული კატასტროფა მიიღო ქვეყანამ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა; დაღუპული ადამიანები. უმძიმესია ეს ყველაფერი. მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება შემოტევები, თავდასხმები, მუქარები, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება.

მიზეზები ავხსენი, თუ რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლური განცხადებებიდან, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს, დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხზე და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს არის აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულება.

რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა. გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც იცი, რომ დამანგრეველი და დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები, წარმოუდგენელია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში, უსამართლობასა და ტყუილზეა დაფუძნებული.

შინაარსი ხომ აქვს მოთხოვნებს? ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს?! ცოცხლად რომ წვავდნენ, ქვებს რომ ესროდნენ?! მოძალადეს ასაკი არ აქვს. როდესაც ხარ დამნაშავე, ისვრი ქვას, ხელკეტს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, შეურაცხყოფას აყენებ და შემდეგ გაქვთ მცდელობა, ასეთი ადამიანი გმირად გამოიყვანოთ, ეს არის რეალობა. ვერ ხვდებით რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში. ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ და ამიტომაც გაქვთ საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა, ხართ უმცირესობაში. თუ გააკეთებთ სწორ ანალიზს და შეფასებებს, მიიღებთ პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში!” – მიხეილ სააკაშვილი

ტრამპი-ზელენსკის აშშ-ში შეხვედრას და გამართულ მოლაპარაკებებს განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით...

“სააკაშვილსაც იგივე ვუსურვე და ეგრე დადის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალიეტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსულ რეჟიმს არ მოვიშრებთ” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“უნდა გამოიყენო ყველა ბერკეტი, რომ არჩევნები არ გაგიყალბონ” – ბესიკ დონაძე

არჩევნებში მონაწილე ორ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტული საკითხების მიმართ უყურადღებობაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დამათენდა… ვუსმენ ახლა და… ასეა… ჩემი განძი – ჯანსუღი… მამუკა…” – თაკო ჩარკვიანი

ძმის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის თაკო ჩარკვიანი....

“სრულიად აშკარა იყო ლავროვის მაისურზე წარწერის “СССР” ქვეტექსტი და ამას ყველა მიხვდა” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული ვარაუდებით და განმარტებებით ეხმაურება აშშ-რუსეთის...

“იმათ რიცხვში არ ვარ ვინც თვლის, რომ რაც არ მომწონს პასუხისმგებლობა მხოლოდ ივანიშვილზეა” –...

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის მძიმე შეფასებები, კონკრეტული მინიშნებები და...

“ტრამპი ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს პიჯაკს, რომ იცოდეს სააკაშვილი ქოცებმა პიჯაკების ყიდვისთვის გაასამართლეს, ამათ უფრო...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას "თემატური ირონია" პიჯაკების თემაზე: "ტრამპი ისეთ მნიშვნელობას...