ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკური ბუმერანგიირაკლი კობახიძის პოლიტიკური ბუმერანგი

ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ბუმერანგი

ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ “ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება“.

თუმცა, “ქართული ოცნება” მაინც დადგა ცვლილებების წინაშე, კერძოდ არ გასულა 3 კვირა და პარლამენტში დაიწყო კონკრეტული ცვლილებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პოსტი დატოვა ეკა ბესელიამ, მანამდე კი, ამავე კომიტეტში, პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესასრულებლად გადავიდა გედევან ფოფხაძე…

 

ეს იყო დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ. ამაზე საზოგადოებასთან მოგვიანებით გვექნება საუბარი. დღეს თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებებისგან. მიზანშეწონილი არ არის მიზეზებზე კომენტარი იმ დღესვე, როცა გადადგომაზე განცხადება გაკეთდა. თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს აუცილებლად დავუბრუნდებით. საზოგადოება გაიგებს ყველაფერს საჭირო დროს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

P.S. საინტერესოა ასევე ისიც, რომ “ქართული ოცნების” შიდა “სამზარეულოდან” ირკვევა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბესელიასთან კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებულიო.

ასე რომ, სახეზე გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ბუმერანგი.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...