spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ლავროვის მაისურზე წარწერა "СССР" პუტინის ოცნებად...

პაატა მანჯგალაძე: “ლავროვის მაისურზე წარწერა “СССР” პუტინის ოცნებად დარჩება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება აშშ-რუსეთის მაღალი დონის შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოჩენას “СССР”-წარწერის მაისურით:

ლავროვის მაისურზე წარწერა “СССР” პუტინის ოცნებად დარჩება, მაგრამ მისი ქვეტექსტი ყველასთვის გასაგებია: ისინი მშვიდობაზე კი არა, ახალ დაპყრობებსა და ომებზე ოცნებობენ ამის ძალა და შანსი რომ ჰქონდეთ.

გუშინდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვინ არის რეალური გლობალური ომის ძალა მსოფლიოში.

საქართველოში კი რეჟიმი ხალხს კვლავ ზღაპრებს უყვება მშვიდობაზე და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. დიდი მიხვედრა არ სჭირდება ვისი ინტერესია საქართველოს აგრესორად და ომის დამწყებად წარმოჩენა, რა თქმა უნდა მტრის.

უბრალოდ მე იმ ადამიანების სიბნელე და უნამუსობა მაფიქრებს ვინც დღეს იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე და საქართველოს ძირძველი კუთხეების 20%-ის მიმტაცებელ პუტინსა და ლავროვს გულშემატკივრობდა, თან ვითომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეების გამგრძელებლებად და ჩემზე პატრიოტებად მოაქვთ თავი.

საქართველო არასოდეს დაბრუნდება იმპერიის რუსულ ჭაობში, ჩვენი მომავალი თავისუფლებისა და ევროპის გზაზეა და ამას ვეღარავინ შეაჩერებს.

ერთიანობით გავიმარჯვებთ!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...