spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა...

“არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში” – ვახუშტი მენაბდე

ტენდერების თემაზე საკმაოდ ხმაურიანი გარჩევები იყო სოციალურ ქსელებში. მწვავე შეფასებები ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ, ანა წითლიძესაც. ოჯახის ბიზნესსა და მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი მენაბდე:

ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძალვრი შენაკადია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთავოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები.

არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ – ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, “მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო”, ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.

მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ჯობია, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.

ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტაზე და საზმაუს მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.

რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ ქოცები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, ნაცები ტენდერების თემას ამზადებდნენ. რახან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახუშტი მენაბდე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...