spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და 3+3...

“ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და 3+3 ფორმატზე, სადაც წამყვანი როლი პუტინს ჰქონდა…” – ვასო ურუშაძე

ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და 3+3 ფორმატზე, სადაც წამყვანი როლი პუტინს ჰქონდა, მაგრამ ირანში ისრაელისა და აშშ-ის სპეცოპერაციის შემდეგ ფორმატი დაიშალა – თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ, პუტინი, ირანი და ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველო თამაშგარეში დარჩნენ”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ რეალობას და მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს:

“ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე, რაც გამოიხატებოდა 3+3 ფორმატით, სადაც წამყვანი როლი ჰქონდა მის ბუნებრივ მოკავშირეს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს ე.წ. სპეცოპერაცია ირანში, 3+3 ფორმატი ფაქტობრივად არის ჩაშლილი და ის პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნებოდა 3+3 ფორმატი, იქნებოდა სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს გულისხმობდა.

ეს იყო რუსეთისა და ირანის დაკავშირება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და რუსეთს ექნებოდა შესაძლებლობა ოკეანეზე გასვლის, რის შემდეგაც მოხდებოდა ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსების მითვისება და ამერიკული, ბრიტანული და ევროპული კომპანიების გაძევება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან.

ეს ოცნება, პუტინის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, არის დასრულებული. დასრულებულია ივანიშვილის “ოცნებაც”. 3+3 ფორმატიდან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ, მუშაობენ ახალ სატრანსპორტო დერეფნებზე, ახალ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. რჩება პუტინი, ირანი და საქართველო ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რომელიც საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშია ამ კონკრეტულ ვითარებაში.

თუმცა ჩვენ გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ ვიყოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ვიყოთ ლოგისტიკური-ეკონომიკური ჰაბი რეგიონში, ვიყოთ შვეიცარიული და სინგაპურული ეკონომიკური მოდელის ახალი პერსპექტივა კავკასიის რეგიონში, უბრალოდ ეს ყველაფერი ვერ მოხდება ივანიშვილის და კობახიძის მმართველობის პირობებში.

მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის დღის წესრიგის დაბრუნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა, ინვესტიციების მოზიდვა და იმ პერსპექტივების რეალიზება, რომელიც ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ დღეს გვეძლევა”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...