ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად - არ...

“4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად – არ დამარცხდება” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საპროტესტო აქტივობებსა და 4 ოქტომბერს საზოგადოების სრულმასშტაბიან მობილიზებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

4 ოქტომბერს, ვინც ქუჩაში გამოვა გასამარჯვებლად – არ დამარცხდება. საუბარი ნიჰილიზმზე, მორიგ მარცხზე, არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველიდან გასაქცევად საკუთარი თავისთვის შანსის მიცემა – ღალატში საკუთარი თავის მომზადება.

4 ოქტომბერი რეალურად არ იწყება 4 ოქტომბრის დილას, ის უკვე დაწყებულია 250 დღეზე მეტია და ლოგიკურ დასასრულს მოითხოვს.

“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, მიუხედავად მის მიმართ, ამ 13 წლის განმავლობაში, არაერთი პრეტენზიისა, ხალხი მას ითმენდა. დღევანდელი მოუთმენლობის ვითარება შექმნეს თავად, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლით და სხვა იმ უამრავი უკანონობით – დანაშაულით, რომელიც 250 დღის განმავლობაში ჩაიდინეს.

“ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგეებსა და დამკვირვებლის როლში მყოფებს უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნები კი არა, ოკუპაციის გაფორმების აქტი მზადდება. ზუსტად ეგეთი, ორჯონიკიძემ დეპეშით რომ უპატაკა კრემლს: “ლენინს, სტალინს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“!

სწორედ ეს უნდა გაიაზროს ყველამ, თვით “ოცნების” მომხრემაც.

შესაბამისად, ეს არ არის ლევან ხაბეიშვილის ბრძოლა, ეს ქართველი ხალხის ბრძოლაა და ნებისმიერი, ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის იდეა, ვალდებულია ამ ბრძოლაში იყოს გულწრფელი – პირველ რიგში საკუთარ თავთან.

არავის აქვს უფლება, დათესოს ნიჰილიზმი იმაზე საუბრით – “აი, 4-შიც ტყუილად შევიკრიბებით“. ყველა ასეთი ან მსგავსი ფრაზა, იდეის და პირველ რიგში საქართველოს ღალატია, საკუთარი თავის ღალატია.

ჩვენ, სწორედ “ოცნება” გვაძლევს შანსს, 4 ოქტომბერს საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სწორ გზაზე. გვაძლევს შანსს, დავიხსნათ “ოცნების” მიერ დატყვევებული ჩვენი თანამოქალაქეები – საქართველოს რჩეული შვილები.

მადლობა ლევანს და ნებისმიერს, მიუხედავად იმის, მოგვწონს მათი პოლიტიკოსობა, ან სხვა შეხედულებები თუ არა, ვინც მზად არის, სიმბოლურად, “4 ოქტომბერს” იყოს საქართველოს რიგითი – თავგანწირული ჯარისკაცი და მოიგოს საკუთარი დიდგორი.

ჩვენ წოდებულ ვართ გამარჯვებისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ!
თავისუფლება საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტუსაღებს!” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს მისივე რეპრესიული მანქანის სიმძიმე გასრისავს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ “გრუ” სხვა “მესიჯს” მიწერს მის წარმომადგენელს?!” –...

“რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები? ე.წ. ხელისუფლება მტერთან აბსოლუტურ სინქრონში...

“ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება,...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს პარტიის დაკავებულ პოლიტსაბჭოს წევრ...

მზია ამაღლობელი: “სილა რეჟიმს”

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყუილად კი არა აქვს მდინარაძეს შეშლილი, შეშინებული სახე და დაბნეული რეგვენის კომენტარები” – ვახო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“მთელი საქართველო ამათ სახელს “აბრუნებს” – ყველა ბრუნვაში” – თაკო ჩარკვიანი

საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ ინციდენტს, ქართული...

“მიხეილ ყაველაშვილს ვინმემ აუხსენით, რომ…” – ელისო კილაძე

აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი” – გია...

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს განათლების...