შაბათი, ნოემბერი 1, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაიშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus

იშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს და ვიკიპედიას საინტერესო ინფორმაცია შავი ყარყატზე:

იშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus ერთი სიტყვით შეგვიძლია „ინტროვერტად“ დავახასიათოთ. თეთრი ყარყატისგან განსხვავებით, ის ტყის სიღრმეებში ბინადრობს და ადამიანებთან კონტაქტს თავს არიდებს. უპირატესობას მიყრუებულ, ძველ, ბარის ტყეებს ანიჭებს. მაღალმთაში ბინადრობს მხოლოდ წყალსატევებთან (ტბა, მდინარე, ჭაობი) ახლოს. სხვა ყარყატების მსგავსად ლივლივებს ჰაერში. ფრენისას თავი და კისერი წინ, ხოლო გრძელი ფეხები უკან აქვს გაშვერილი.

იკვებება უმთავრესად თევზით, აგრეთვე წყლის მცირე უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, რომელთაც იჭერს წყალმარჩხ ადგილებში, ყურეებში და წყალსატევებში სეირნობისას. ზამთარში ძირითადად ჭამს მცირე მღრღნელებს, მსხვილ მწერებს, გველებს, ხვლიკებს და მოლუსკებს.

იშხვარი მონოგამური ფრინველია, მრავლდება 3 წლის ასაკიდან. ბუდობს წელიწადში ერთხელ, ბუდეს იკეთებს 10–20 მ სიმაღლეზე ძველი, მაღალი ხეების გვირგვინებში ან კლდეებზე ადამიანთა საცხოვრისისგან მოშორებით. ზოგჯერ იშხვარმა ბუდე შეიძლება მთებშიც გაიკეთოს, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ბუდე მასიურია, აშენებულია მსხვილი ხეების ტოტებით, სიცარიელეები მიწითა და თიხითაა ამოვსებული. ზოგ შემთხვევაში ერთი ბუდე რამდენიმე თაობის გამოსაჩეკად გამოიყენება.

ბუდობის ადგილებში იშხვარები მარტის ბოლოს–აპრილის დასაწყისში ჩადიან. მამალი იპატიჟებს დედალს ბუდისაკენ თეთრი ბოლოს აწევით და ძლიერი სტვენით. ეს უკანასკნელი დებს 4–7 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 30 დღე-ღამე გრძელდება. იმის გამო, რომ პირველივე კვერცხის დადებისთანავე იწყება კრუხობა, ბარტყები არაერთდროულად იჩეკებიან. ისინი თეთრები ან ნაცრისფერები არიან, ნისკარტის ძირი ნარინჯისფერი აქვთ, წვერი — მომწვანო-ყვითელი. გამოჩეკიდან 10 დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ წვანან ბუდეში, შემდეგ სწავლობენ ჯდომას. 35–40 დღის ასაკში ფეხზე დგებიან. საერთოდ ბუდეში 55–65 დღეს ატარებენ. მშობლები მათ დღე-ღამეში 4–5-ჯერ კვებავენ ამოცოხნილი საკვებით.

📸 წითელი ნუსხის სახეობა შავი ყარყატი ალგეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...