spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას ნებისმიერი თაობისა და პროფესიის ადამიანები სრულიად უფასოდ შეძლებენ. აღნიშნული მიმართულებით პირველი ვორქშოფი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, სჯსუ 21-ე საუკუნის აუცილებელი АI ინსტუმენტების შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს:

უნივერსიტეტის მიდგომა ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას, როგორ შეგვიძლია საჭირო და მე ვიტყოდი, უკვე აუცილებელი ტექნოლოგია ავითვისოთ რეალურ ცხოვრებასა და პროფესიაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, იქნება ეს მასწავლებელი, მოსწავლე, მეწარმე, ფერმერი თუ დიასახლისი.

გასათვალისწინებელია, რომ AI-ის გარშემო დღემდე არსებობს გარკვეული შიშები და მითები. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ამ მითების დანგრევა, ინსტრუმენტების გამოყენების რეალური გზების ჩვენება (განათლება, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და სხვა), ციფრული უნარების და ინოვაციური კულტურის გაძლიერება რეგიონში და ა.შ.

მონაწილეებს ვთავაზობთ: მარტივად გასაგებ მასალებს, რეალურ მაგალითებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, პრაქტიკულ დავალებებს და დისკუსიებს და ოფიციალურ სერტიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სჯსუ-სთვის ინოვაცია არის არა მხოლოდ მიზანი, არამედ პროცესი – ეს ინიციატივა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინოთ თანამედროვე ცოდნის დემოკრატიზაცია რეგიონში და შევთავაზოთ საზოგადოებას ხელმისაწვდომი ციფრული განათლება“, – აცხადებს სსიპ სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების საკითხებში, კონსულტანტი გიორგი შერვაშიძე.

ცნობისთვის, პირველი სამდღიანი კურსი – შესავალი ხელოვნურ ინტელექტში სჯსუ-ში, 2025 წლის 7, 8 და 9 აგვისტოს, (18:00–21:00 სთ) გაიმართება.

სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/TTr9P

 

ინფორმაციას სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...