ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს, უახლოესი ისტორიიდან იხსენებს კონკრეტულ ფაქტებს, რომელთან მიმართებაშიც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

დავით უსუფაშვილს უთქვამს: “სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო”.

კი, “მოიშორეთ” ხელისუფლება რომელმაც ნანგრევებიდან შექმნა ქართული სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, დაუბრუნა აჭარა, ტურიზმი გაზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს, საქართველო აქცია მსოფლიოს N1 რეფორმატორად და მთელს პლანეტას გააცნო მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად, შექმნა განათლების და ჯანდაცვის სრულიად ახალი სტრუქტურები, შექმნა ახალი ჯარი და პოლიციაა, ააშენა ბათუმი – აი ასეთი ხელისუფლება “მოიშორეთ” და მოიყვანეთ კლასიკური მაფიოზი, რომელმაც ჩამოგვაშორა ევროპულ გზას, დაასრულა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი, გააქცია ნახევარი საქართველო და გააღატაკა ქართველები.

დაიჭირა ამდენი პოლიტიკური ლიდერი (ჩემს დროს არცერთი არ იყო დაპატიმრებული), დაანგრია ქართული ჯარი და გააბანდიტა პოლიცია და ღიად გვაბარებს რუსეთს და ახლა უსუფაშვილი ამაყობს იმით, რომ მონაწილეობა მიიღო ამათ მოყვანაში.

პირდაპირ “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს, რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თან უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სახით.

ის არგუმენტი, რომ მის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა ბოლომდე სიცრუეა, უსუფაშვილის დროს გაუშვეს რუსი ჯაშუშები, ჩახალიანის ჩათვლით, როგორც პოლიტპატიმრები. დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რუსებს გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე ჩვენი მებრძოლების სიები, შემოუშვეს “სპუტნიკი” და დახურეს რუსეთზე მაუწყებელი “პირველი კავკასიური არხი”, რუსებს ასევე გადასცეს ჩვენი სადაზვერვო დეპარტამენტის კონტაქტების სია რუსეთში, რამაც გამოიწვია მათი დაპატიმრება და განადგურება.

პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი წყნარად უყურებდა მასობრივი რეპრესიების დაწყებას და ბოლომდე დარჩებოდა თანამდებობაზე, ივანიშვილს რომ არ მოესროლა.

მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ დღე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ჩემს საქმიანობას და უკიდურესად უარყოფითად დღევანდელ მაფიოზურ კლანს.

გაერთიანების მომხრე მართლაც არის ბევრი ყოფილი ქოცი, მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და აღიარა თავისი შეცდომები. მე მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ იმ ყოფილი ქოცების, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს და სათანადო პასუხი გავცეთ იმათ ვინც ამტკიცებს რომ 2012-შიც მართალი იყო და ახლაც, შევახსენოთ მათ ყველაფერი თუ მაინც არ შეისმენენ თქვენს ხმას, მოვახდინოთ მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია.

მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...