ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?" - ზურაბ გირჩი...

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს იმ დღეს, როდესაც გარდაცვლილ დედასთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანეს…:

უცებ იგრძენი, რომ სხეულის ყველა კუნთი ერთდროულად დაიჭიმა. იგრძენი სახის ყველა კუნთი. იგრძენი როგორ დაეჭირა კბილი კბილს და იფიქრე, რომ ჩატყდებოდა.

შემდეგ ყველაფერი მოდუნდა, მაგრამ მიხვდი, რომ სახეზე ალაგ-ალაგ დაჭიმული კუნთები გაიყინა და ასე დარჩა. მიხვდი, რომ სახე შეგეცვალა.

ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

სიცოცხლეში არის მომენტები, ბედნიერიც და ტრაგიკულიც, რომლებიც გინდა, რომ შენი ცხოვრების ნაწილი იყოს. ისე სიცოცხლე თითქოს სრული არ არის.

მშობლის სიცოცხლის ბოლო წუთებში იქ ყოფნა – ეგეთი მომენტია. რომ მერე საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგრჩეს საფიქრად – იქნებ მე მეძახდა ბოლო წამს, ჩაქრობამდე?

ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე.

გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან.

ძმა, რომელიც არასოდეს გინახავს ასეთ მდგომარეობაში და აქეთ გამშვიდებს, არაფერზე ინერვიულოო.

ცოლი, რომელიც ვერ იკავებს ქვითინს და რომელსაც აქამდე 13 წელია არ დაშორებიხარ 1 კვირაზე მეტი ხნით.

ბიძაშვილები, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და გაიარე მთელი ცხოვრება.
გამზრდელი ბიძა, რომელიც დარჩა მარტო.

და უცებ გლოვის გრძნობა ჩაანაცვლა მონატრებამ. მონატრებამ გაიმარჯვა ტკივილზე.

ისედაც, შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?

30 წუთი გამოსამშვიდობებლად.

გზაში ფიქრობდი გეყოფოდა თუ არა, მაგრამ პირველივე ჩახუტებაზე გრძნობ, რომ რაღაც ისე არაა.

სასახლესთან რამდენიმე წუთი ჯდომის მერე ხვდები, რომ ვერ გაჩერდები 30 წუთი. იმის გააზრება, რომ ამ ადამიანებს ცოტა ხანში ისევ მოწყდები და ვეღარ ნახავ რამდენიმე თვე, მინიმუმ იქ ყოფნას აუტანელს ხდის.

და გარბიხარ, რომ დაბრუნდე საკუთარ ვოლიერში, დაუბრუნდე შეგუებულ ერთფეროვნებას, დაცლილს ყველანაირი გრძნობებისგან.

ეზოში ხალხია. კორდონით ორად გაყოფილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდე სპეციალურ მინივენში.

მეგობრები, რომელთა მიმართაც მხოლოდ მადლიერების გრძნობა გაქვს. გინდა შეხედო და მადლობა უთხრა. მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს მათი მხრიდან რეაქცია. შემდეგ ჯერზე კი, ამის გამო, ვიღაცას შეიძლება უარი უთხრან ოჯახის წევრთან გამომშვიდობებაზე.

ამიტომ შენ ამ გზას სადარბაზოს კარიდან მინივენის ღია კარამდე გაივლი ისე, რომ არავის შეხედავ, არაფერს იტყვი, სახით, რომელიც შეგეცვალა და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

14 ივლისი, 2025” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...