“ქრონიკა +”-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს ელჩის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და “ქართული ოცნების” და მათი მხარდამჭერებისათვის კონკრეტულ შეთავაზებას აკეთებს:
“მეტი წიგნი, მეტი განათლება სჭირდება ამ ერს!
ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი, ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემა პრეზიდენტისთვის, პროტოკოლური ფოტოს თანხლებით, რამოდენა პროპაგანდად გასაღდა საქოცეთში!
დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ🙄🧐“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.