“რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას.
ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით – გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
ძალა ერთობაშია!” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და საზოგადოებას 8-პუნქტიან გეგმას წარუდგენს:
გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმა
1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ
- ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ;
2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე
- თუ კონსესუსი ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით;
- მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის.
3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას
- მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში;
- ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ქოცი.
4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას
- კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში;
- მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია;
- აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებების და კოორდინაციისთვის.
5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას
- ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“;
- გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს.
6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ
- ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს.
7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში
- თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას.
სხვა ბევრი ნაბიჯები გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.
8. ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს
- ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით;
- ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი!
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს