ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს:
“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება. იმ უმცირესობასაც კი სძულს, ვინც არ ამბობს ამას ხმამაღლა ანუ ივანიშვილის მხარდამჭერებს.
ამასთან, ესაა ყველაზე დაბალი რგოლი ამ კრიმინალურ იერარქიაში.
უშიშროების თანამშრომლები მათ არაფრად მიიჩნევენ;
პროკურატურის თანამშრომლებიც ზემოდან უყურებენ; ქუჩის ბიჭებს ეგენი ფეხებზე ჰკიდიათ;
ზონდერებსა და ტიტუშკებს მაგრად ახატიათ. ივანიშვილის იერაქრიულ ფსკერზე არიან. რაღა დარჩა საბლატაო არეალად – ხალხი ჩაგვრა.
ეს პოლიციელები მოქალაქეებზე იყრიან ხოლმე ჯავრს, როცა ბრძანებას მიიღებენ და თან პრემიებს ელოდებიან.
ხოდა ზუსტად ეგ ხალხი გაჩენის დღეს აწყევლინებს. ციფრული ეპოქაა. ყველა გადაღებულია. მათ მომავალშიც რომ არაფრის შერცხვებათ, ვიცი. მათ შვილებს შერცხვებათ და დამალავენ მამების ვინაობას. ამაზე დიდი სასჯელი რა უნდა იყოს“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.