spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის...

“რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილზე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მორიგი წერილი გამოაგზავნა საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კონკრეტული განმარტებებით გამოქვეყნდა და იგი ეხება მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების შეთავაზებას დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ. გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

(წერილი დაწერილია 4 ივლისს, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო აქამდე ვერ გავასაჯაროვეთ.)

შეწყალებაზე
______________
– რთულია ალბათ, როცა იაზრებ რომ ვიღაცები ქვეყნის პრეზიდენტს გეძახიან, ვიღაცებს კი – აიძულებენ ასე დაგიძახონ და ამ დროს, შენზე უკეთესად არავინ იცის, რომ ასეთ ადგილას ყოფნისთვის შესაბამისთან მიახლოებული არც ცოდნა გაქვს, არც გამოცდილება, რადგან ჯამში 100გვერდი არ წაგიკითხავს, მთელი ცხოვრება ბურთის გორაობაში გაატარე და თუ თავში რამე გაქვს წარმოდგენილი ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ყველაფერი მხოლოდ სუფრაზე გაქვს მოსმენილი.

– რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ აქ კი დაგარქვეს პრეზიდენტი, მაგრამ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის 2/3-ს ვალერი გაზაევი უფრო შესაფერისად მიაჩნია მაგ ადგილისთვის, ვიდრე შენ.
ხოლო ქვეყნის გარეთ აგერ ნახევარი წელი გავიდა და ერთ პირველ პირს ვერ ჩამოართვი ხელი.
არც ვინმე გეპატიჟება, ვერც ვერავის ეპატიჟები.

– რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია, რომ როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც მწვრთნელს ძირითადში დაეყენებინე, რადგან მონობის გარდა ვერაფერში დაინახე ხსნა.

– რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცირკში პრეზიდენტის როლზე წარდგენაზე, სხვა რომ არაფერი ჰქონდა გუნდის მფლობელს სათქმელი, შენს გარეგნობას და ღირსებას გაუსვა ხაზი, ანუ ორ რამეს, საიდანაც პირველში შენი წვლილი ნულია, ხოლო მეორე არ გაქვს, რადგან რომ გქონდეს, მაგ მდგომარეობაში ხომ არ ჩაიგდებდი თავს.

– რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაფერი იცის ყველა მეზობელმა, ბავშვობის ყველა მეგობარმა, ყველა ნაცნობმა, ყველამ, ვინც კი შემოგხედავს და დაგინახავს, ოჯახის თითოეულმა წევრმა, ყველა შვილმა, შვილებმა ახლა თუ არ იციან, აუცილებლად გაიგებენ ოდესმე და “თქვენთვის გავაკეთემ” შეიძლება არ გაჭრას.

რთულია ასე ცხოვრება. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამხელა დაცვაც არ უნდა დაგყვებოდეს და რა მოდელის მერსედესითაც არ უნდა დადიოდე.
მაგრამ ეს მაინც არ არის ჯოჯოხეთი.

თუ ამ ყველაფერს იაზრებ და ასე ცხოვრობ, ამას ჰქვია – ნაბიჭვრობა.

ჯოჯოხეთია, როცა ასე ცხოვრობ და ამ ყველაფერს ვერც იაზრებ, რადგან ქვეყნის დროშას რომ ხედავ, ეგრევე გინდება “ფლაგშტოკის” ძირთან ბურთი მიუდო და… ჩამოაწოდო.

04.07.2025

P.S დაგვიანებით გამოაღწევს ეს ტექსტი აქედან, მაგრამ მაინც არ გავატარებ ამ თემას”,
| ზურაბ ჯაფარიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...