ორშაბათი, ივლისი 21, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ" - ლაშა ფარულავა

“რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ” – ლაშა ფარულავა

რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის რეგისტრაცია, ეს ჩვენი ნომრის — 5 ნომრის — დაცვაა, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კი არა, ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია. როცა ხალხი დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, თავისუფალ არჩევნებში სწორედ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას”, — განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ცესკო-ში სამართლებრივი მიმართვის განმარტებისთვის, რაც ეხება პარტიის საარჩევნო ნომრის შენარჩუნებას:

ჩვენ არ გვაინტერესებს რას ამბობს რუსული პარტია, რუსული რეჟიმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის ნომრის საკითხი და 5 ნომერი, არა მხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია და, რა თქმა უნდა, როდესაც ქართველი ხალხი დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და აღდგება ქვეყანაში დემოკრატია ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში სწორედ ამ ნომრით.

მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე ძალიან მალე დადგება. აქ არ არის მხოლოდ პროცედურაზე ლაპარაკი, ჩვენ რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ.

ჩვენთვის 5 ნომერი არამხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ პოლიტიკური იდენტობის ნაწილია და, ცხადია, ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ჩატარდება ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ამ ნომრით მივიღებთ მონაწილეობას და ეს ნომერი არის “ვარდების რევოლუციის” შემდგომ გატარებული რეფორმების ნომერი.

რა თქმა უნდა, ეს არის ბრენდი, რომლითაც საქართველომ გაჭრა გზა ევროკავშირისკენ, ევროინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ნომრის შენარჩუნება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ამ ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს და ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, თუმცა რას გააკეთებს, ეს შავად შეღებილი კაცი იქ, ეს ჩვენ არ ვიცით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით კონსტიტუციური პრინციპების, კანონმდებლობის დამცველები და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. თუ ვინმე კონსტიტუციას არღვევს ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც გადაუხვია კონსტიტუციურ პრინციპებს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან...

"ქართული ოცნების" ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...