პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციას აფიქსირებს კონკრეტული პრიორიტეტების წინა პლანზე წამოწევით:
“ისე, ჩვენში დარჩეს და გნებავთ ნუ დარჩება, ყველაფერი იქითკენ მიდის საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდეს… ევროკავშირმა და ნატომ, თქვენ კი არა, „აყვავებულ“ მოლდოვას და რუსეთის „დამმარცხებელ და გამანადგურებელ“ უკრაინას ვერ და არ მივიღებთ ჩვენს რიგებშიო.
ან ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც მუდმივად ვიღაც უცხოელის ჭკუაზე და კარნახზე ვიყოთ, რა კანონით და მორალით ვიცხოვროთ, ისტორია არ გვაქვს, იდენტობა, კულტურა თუ ტრადიციები?! თავად იცხოვრონ როგორც უნდათ, ქალი ქალზე და კაც კაცზე გაათხოვონ, ფულის გულისთვის საჯიშე ახალგაზრდები ომებში ჩაჟლიტონ, ეს ჩვენთან ჩაბუდებული უსამშობლო აგენტურაც ვიზებით თუ უვიზოდ თან გაიყოლონ.
ჩვენ არც მონობას ვართ მიჩვეულები, არც სხვის ომში გვინდა ჩახოცვა (გვეყო!!!).
დადგა დრო, ვიფიქროთ, რა იქნება ჩვენთვის და ქვეყნისათვის საუკეთესო და სასარგებლო გამოსავალი – იქნებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.