“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ “მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“:
“ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი – ყველაფერს იზამს, თქვენ არაფერი არ გაგიკვირდეთ.
ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, ყოფილი სუს-ის უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, ეგენი გონზე კიდევ კაიხანს ვერ მოვლენ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს