კვირა, ივლისი 20, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის

18 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც ივლისის თვეშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში ივლისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

15 ივლისი – 2.7149;
16 ივლისი – 2.7138;
17 ივლისი – 2.7127;
18 ივლისი – 2.7121.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0003 ლარით  და 1 აშშ დოლარი 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7118 ლარი ეღირება.

ივნისის ბოლოს ლარის გაუფასურების შემდეგ, ევროსთან მიმართებაში ივლისში ლარის კურსის ერთგვარი სტაბილიზაცირება მოხდა და გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

15 ივლისი – 3.1737;
16 ივლისი – 3.1703;
17 ივლისი – 3.1511;
18 ივლისი – 3.1425
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0143 ლარით და 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1568 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6460 ლარი (გაუფასურდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0672 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6493 (გაუფასურდა 0.0019 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5946 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0675 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3817 ლარი (გაუფასურდა 0.0097 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7782 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1474 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0889 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8253 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში სახეზე იყო კურსის ცვლელებები – ივლისი დაიწყო გამყარებით, შემდეგ მოხდა გაუფასურება ბოლო კვირაში კი ისევ გამოიკვეთა გამყარების ნიშნები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

15 ივლისი – 3.4690;
16 ივლისი – 3.4710;
17 ივლისი – 3.4719;
18 ივლისი – 3.4672
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა, 0.0138 ლარით და 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4534 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...