ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები20 ივლისს ქობულეთი "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლებს

20 ივლისს ქობულეთი “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 20 ივლისს, ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება. მუსიკალური პროგრამა კი 19:00 საათიდან, ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყება. მოგვიანებით სცენას უკვე მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“ დაიკავებენ.

ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგება ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც. საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ.

ფესტივალის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...