spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

⛈ 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 18 ივლისს გამოიდარებს.

⛈ ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...