საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა და ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის კომისიის წევრებს:
“დიდი მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს და გურამ მაჭარაშვილს, მოცემული შესაძლებლობისთვის.
ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ, აქედან კი თავისნაირები აგულიანებენ და ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, იცოდეთ, ყველაფერი დაპროტოკოლირებულია, რეალურად რაც ხდებოდა და პირადად მე რა გადამხდა და ვინ გამამწესა ჯურღმულში!
სამართალი 14 წლის დაგვიანებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.