კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას" -...

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას ახდენს:

ახლა ხშირად მესმის რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ვარდების რევოლუციას ჩვენ ვამზადებდით 2-3 წელიწადი. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი და მრავალი საათი ვესაუბრე მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებული ორგანიზაციის “ოტპორის” ლიდერებს, არაერთხელ ვიყავი კიევში “უკრაინა კუჩმას გარეშე” საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროდ.

ვარდების რევოლუციის ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედებების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც, ჩვენს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც აიძულებდა შევარდნაძეს შეცდომები დაეშვა.

ახლა ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ყოველ ჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე თუ რა იქნება აქაური რუსული რეჟიმის შემდგომი ქმედება.მთავარია ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა აჩვენებს ნამდვილი გმირობის მაგალითები. მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა აუცილებლად გამოჩნდება “შავი გედებიც”, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. შეიძლება ამასობაში საქართველო დავკარგოთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...