სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა.
ნამდვილო პოლიციელებო, ერთ დროს მუნდირის ღირსებაზე რომ უყვებოდით შვილებს, რაის ტრადიცია, რაის უფროს-უმცროსობა, რაის ოჯახის პატივისცემა, რაის ქრისტიანობა, ეს “ხუნვეიბინები” არიან დღეს თქვენი სახე…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.