სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 ივლისის პერიოდისთვის

11 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც ივლისის თვეშიც გაგრძელდა.

აშშ დოლართან მიმართებაში ივლისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

8 ივლისი – 2.7180;
9 ივლისი – 2.7181;
10 ივლისი – 2.7172;
11 ივლისი – 2.7174.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0014 ლარით  და 1 აშშ დოლარი 12 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7160 ლარი ეღირება.

ივნისის ბოლოს ლარის გაუფასურების შემდეგ, ევროსთან მიმართებაში ივლისში ლარის კურსის ერთგვარი სტაბილიზაცირება მოხდა და გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

8 ივლისი – 3.1871;
9 ივლისი – 3.1875;
10 ივლისი – 3.1805;
11 ივლისი – 3.1875
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0122 ლარით და 12 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1753 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, ლარი გამყარდა. კერძოდ, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 12 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6772 ლარი (გამყარდა 0.0193 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0676 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6499 (გაუფასურდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5973 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0637 ლარი (გამყარდა 0.0105 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4121 ლარი (გამყარდა 0.0077 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7891 ლარი (გამყარდა 0.0014 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1655 ლარი (გამყარდა 0.0072 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.1449 ლარი (გამყარდა 0.0660 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8501 ლარი (გამყარდა 0.0097 ლარით).

რუსულ რუბლთან მიმართებაში ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა გაუფასურების ნიშნები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

8 ივლისი – 3.4624;
9 ივლისი – 3.4792;
10 ივლისი – 3.4765;
11 ივლისი – 3.4975
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0182 ლარით და 12 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4793 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-20 ოქტომბრის პერიოდისთვის

17 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...