ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ,...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც ვხედავთ” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია შეფასება-განმარტებებს აკეთებს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციასთან დაკავშირებით:

შენიშვნა თემაზე: „ვინ ვისი აგენტია“.

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია აჩვენებს, რომ საქართველოს მოვლენების შეფასებაში ევროპის პოლიტიკური ელიტა მიყვება ქართულ პროდასავლურ საზოგადოებას და არა პირიქით.

ესე იგი, ჩვენ კი არა ვართ მათი აგენტები, არამედ უფრო პირიქით, ისინი გამოდიან ჩვენი „აგენტები“.

ცხადია, რეალურად არავინ არავისი აგენტი არ არის, ჩვენც და ევროპარლამენტარებიც დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ, თუმცა ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ.

უბრალოდ, ზოგ ადამიანს მხოლოდ „აგენტების“ პარადიგმაში შეუძლია აზროვნება და მათთვის ასე ჯობია თქმა.

ევროპელების გავლენა ჩვენზე ისაა, რომ მარტო არ ვგრძობთ თავს. ის, რომ „ევროპა ჩვენთანაა“, ბრძოლის გაგრძელების მოტივაციას გვიძლიერებებს.

მეორეს მხრივ, როცა ევროპელები ქართველების შემართებას და გამძლეობას ხედავენ და, მეორეს მხრივ, ესმით, რომ მოვლენებზე პირდაპირ გავლენას ვერ ახდენენ, ჩვენ გვიცხადებენ სოლიდარობას.

ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც ვხედავთ“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის...

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

“რაც შეეხება ათონელის ამბავს, ამას პროვოკაციაც კი არ ჰქვია, არამედ პროვოკაციის იმიტაცია იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენების მოკლე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...