კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ. ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად, რეგიონს სტუმრობს ყაზახი ტუროპერატორებიც, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია აჭარის მრავალფეროვანი სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ. შესაბამისად, ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან ინფლუენსერებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევას, რომლებიც პოტენციურ ტურისტებს საინტერესო ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ასიათასობით გამომწერს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს,“ – აცხადებს თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც გამოცდილი ინფლუენსერი, რომელმაც უკვე 53 ქვეყანაში ვიმოგზაურე, რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს ჩამოვიდნენ ბათუმში, დაისვენონ შავ ზღვაზე და გამოსცადონ საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა.

რადგან ბათუმი შავ ზღვაზე მდებარეობს, დღის განმავლობაში ტურისტებს შეუძლიათ ზღვით ისიამოვნონ, შემდეგ კი უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ, რასაც აქ მდებარე უამრავი რესტორანი სთავაზობს მათ. აქვეა ულამაზესი ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობებიც.

ვფიქრობ, ერთი კვირით მაინც უნდა ესტუმრო ბათუმს, რომ კარგად დასვენება და მთაში მოგზაურობაც შეძლო“, – ამბობს საულ სერგაზინოვა, ყაზახი ინფლუენსერი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...