“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ და კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე მიუთითებს:
წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს. სინამდვილეში კი ბევრად მეტი დაიკარგა — დაახლოებით 30 მილიონი კვ.მ, რაც რომ წარმოვიდგინოთ, ორი ცხინვალის შესაბამისი ტერიტორიაა.
ამ დროს ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ამაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული.
პატრიოტიზმზე ღლიცინებენ, კისკისებენ და ბილწსიტყვაობენ. თითქოს საქართველოს ძირძველ მიწებზე კი არაა საუბარი, არამედ ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი მათთვის არასასურველი ოპონენტი დააპატიმრონ და რუსებს ასიამოვნონ.
ეს არის ღალატი.
ღალატი იმ სოფლებისა და ოჯახების, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან მარტო დარჩნენ.
ღალატი ჯარისკაცების, რომლებიც ამ მიწას გმირულად იცავდნენ და დაიღუპნენ.
ღალატი ჩვენი მეხსიერების, ტკივილისა და ღირსების.
და ვინც ამაზე კისკისით ლაპარაკობს ის ამ ღალატის თანამონაწილეა.
ეს არავის ეპატიება!
გიორგი ვაშაძე
03.07.2025