კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი"...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციის მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით:

,,ყველა არჩევნებზე ნაცები მოვათი ან კოლექტიური ნაცებით და სისხლიანი ბანერებით აწყობდნენ კამპანიას. 13 წელია ამას ატრიალებენ. რა საინტერესოა, ბოიკოტში როცა იქნება 8 პარტია, მერე რაზე ააწყობენ? ჩორჩანას კამპანია კი დაიწყეს უკვე. ლელოს შემთხვევაში არ ვიცი.

უბრალოდ წარმოიდგინეთ არავინ რომ არ გადის, აი, რას აკეთებენ ნეტა? ამ დროს მეორე მხრიდან აქტიურად შეგიძლია აუხსნა მათივე ამომრჩეველს, რატომ არ უნდა მივიდეს საერთოდ არჩევნებზე და რამდენ ტყუილში აცხოვრებენ. მოაწყო აქცია ფასების ზრდაზე, უკონტროლო მიგრაციაზე, რაც მართლა ასე გვაწუხებს ყველას და გვეხება. გააბათილო ტყუილები, რომ ქოლცენტრებით გაბერილი ეკონომიკური ზრდა, ხალხზე არ აისახება, რომ უკონტროლო მიგრაცია დამღუპველია, თან რა ქვეყნებიდან.

ასე გაყვე თითო მათ ტყუილს და არჩევნებში მონაწილეობის გარეშეც, გაატარო ზაფხული რეგიონებში და არ ელაპარაკო მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს. შეიძლება არ მოწონხარ, მაგრამ დაანახე გვერდში დგომა ჭიათურას. რაღაცის გამო კი არა, უბრალოდ დაუდექი გვერდში. ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი. არ უნდა ვეწყობოდეთ მხოლოდ რაღაც თარიღებზე.

ოპოზიციამ, იმ 8 პარტიამ თუ გადაწყვიტა ბოიკოტი, ეს არ უნდა ნიშნავდეს უმოქმედობას. ორშაბათიდან დიეტაზე ვჯდების ნუ ჩაატარებთ ისევ. ვაბანკზე წასულ “ოცნებას”, აქედანაც ვაბანკზე წასულები უნდა ვედგეთ. ერთად თუ ვიდგებით ყველა, ხომ იდეალურია, თუ არადა, შევეშვათ ვინ სად გადის, ვკონცენტრირდეთ ბოიკოტზე, ვისაც ეს სწორი გვგონია და ენერგიას ოპოზოციის ოპოზიციობაზე ნუღარ დავხარჯავთ. მართლა არაფერში აღარ წერია, რაზე ვკარგავთ დროს”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...