ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის მხარდამჭერი მედიის მხრიდან გაკეთებულ სიუღეტებსა და რეპორტაჟებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“როგორი კოჭლი და პრიმიტიულია სახელისუფლებო პროპაგანდა. საერთოდ როგორ ახსენებენ ეუთოს რეზოლუციას ან ამ საკითხზე რა სიუჟეტები და განცხადებები უნდა გააკეთონ მაშინ, როცა ფაქტი ერთია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიას მოუწოდა ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად აღიარება.
ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ამას მხარი არ დაუჭირა.
ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს