კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების...

“ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ” – მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი გუნდის და ხმოსნების მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, შეწყალების აქტის გამოცემას სთავაზობს:

ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს.

მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...