spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️" -...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას ეხმიანება და კონკრეტულ პირებს მწვავე ემოციური შეფასებებით მიმართავს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ვინც დღეს პროცესზე ონოს სიტყვა წაიკითხეთ (მოსმენის საშუალება აღარ გვაქვს) და ცრემლი არ გადმოგივარდათ, გულში ჩხვლეტა არ იგრძენით და თავი არ ჩაქინდრეთ, უსისხლო ქოცები ხართ ყველა და ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის – სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა და პროკურორებს, მოსამართლესა და სხდომის მდივანს მიმართავს:

მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია…

ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ, არ გაპატიოთ.

მოვა დრო, მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებთ.

იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.

გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი?

ციხეში გავიგე, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს…

რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე?

ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?!” – ონისე ცხადაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“რაც ახლა ანტისახელისუფლებო სივრცეში ხდება – პოლიტიკური კანიბალიზმია, ერთმანეთისა და თვითშეჭმის პროცესი” – არჩილ...

ოპოზიციუე/საპროტესტო ფლანგზე შექმინი რეალობა და პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, ანალიტიკოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...