spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია! დარჩით სახლში!...

ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია! დარჩით სახლში! – პაატა იმნაძე

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალზე ემოციური ჩართვა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს. მისი შეფასებით, საქართველო მძიმე გამოცდის წინაშეა და შესაბამისად საზოგადოებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს:

დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარა გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია.

ხვალ ჩემ თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, რომელსაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული, ყოველდღე, დღე და ღამეს ათენებდა და ვერ გავაჩერეთ, იმოტომ რომ იცოდა, თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თავის ქვეყანას ემსახურებოდა. მისი ხსოვნის გულისათვის, ნუ გავაკეთებთ იმას, ის რაც გავაკეთეთ დღემდე და გავაჩერეთ, წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე!

ყველას მოვუწოდებ, გავიგოთ, გავითავისოთ, დისტანცირება ყველგანაა საჭირო, თორემ ცოტა ხანში, 3 კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას – დარჩით სახლში! არ წახვიდეთ არსად!

მესმის, რომ აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, მაგრამ ერთად შეკრებაში საფრთხეა, მოვერიდოთ ამას. კი, მე მესმის, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ ერთხელ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გა-დარ-ჩეს! ჩვენი ერი გა-დარ-ჩეს, ეს გავიგოთ ყველამ! იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ!

ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია!

ჩვენ ვიბრძვით და ვაჩერებთ ამ ვერად გაავადებას. ამ ბრძოლას შეეწირა ჩემი თანამშრომელი, გულმა ვეღარ გაუძლო… თქვენგან მეტი არაფერი გვინდა – დარჩით სახლში! ჩვენ გავაკეთებ ჩვენს საქმეს!” – აცხადებს პაატა იმნაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...