spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.

როგორც მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს.

მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის – უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება.

ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზირებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.

საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობასა და არსს აზიანებს. ასეთი განცხადებები ასახავს იმ რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს, საქართველოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ისმის იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც დასავლური ქვეყნები თავად იყენებენ საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად.

რაც ბრიტანეთში, შვედეთსა და კანადაში მიჩნეულია დანაშაულად, არ შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ცინიზმია მისი ნამდვილი გამოვლინებით. იგი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლს და ასუსტებს გლობალური პარტნიორების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის.

გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა,...

“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში...

“არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება “ქართულ ოცნებას” არ უნდა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...