შაბათი, მარტი 14, 2026
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა ხაზარაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, პოლიტიკურ შეფასებებს ახდენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და განმარტებებს აკეთებს არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით:

„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა – პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული “ქოცურ-ნაცური” მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.

ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია. (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.

სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა.

მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.

აქვე, მკაფიოდ ვიტყვი – რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!

ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით შევინარჩუნეთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

ბრძოლა და ერთობა და რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ.

შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ.

მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე მგონი ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა.

ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!

თქვენი მამუკა ხაზარაძე
საკანი 208

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც მის ფიზიონომიას უყურებს. არაფერი ეტყობა ცუდად ყოფნის!!!” – ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის შეფასებას კონკრეტულ მაგალითზე...

“არ გამოვრიცხავ, რომ ირანის ომის ბედს საბოლოოდ ნავთობის ფასები გადაწყვიტს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, თანხმობით, სიკეთით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი,...

"ოპოზიციის ალიანსმა", დაფუძნების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა საზოგადოებასთან....

“საერთაშორისო განაჩენი “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის – ეუთომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გამოაქვეყნა” – “ოპოზიციის ალიანსის”...

"ოპოზიციის ალიანსი" განცხადებას ავრცელებს ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის, ე.წ. "მოსკოვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“ქართული ოცნებისთვის” ეუთო-ს ეს ანგარიში დიდი უბედურებაა” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, ეუთოს საგამოძიებო...

“ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ” – დავით...

ყულევის ტერმინალის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციციებს კონკრეტული განმარტებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში მომხდარ გეოპოლიტიკურ...

“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...