პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში მოქმედ ბიზნესთან დაკავშირებით კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს.
თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერის ყველაზე მარტივი ფორმაა რეკლამის მიტანა კრიტიკულ მედიაში. ბიზნესის მხრიდან პატრიოტიზმის გამოვლენის ერთ-ერთ კრიტერიუმად ესეც უნდა იქნას განხილული. ეს მისი მორალური ვალდებულება უნდა გახდეს ამ მძიმე პერიოდში და მსგავსი ქმედება თუ უმოქმედება უნდა აისახოს მის რეპუტაციაზე.
თავისუფალი მედიის არსებობა პრაგმატულადაც მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.